
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
აღსანიშნავია, მე-9 კლასის მოსწავლეთა ლიტერატურის ღია გაკვეთილი თემაზე - „ლიტერატურის საგანძური“, რომელსაც მასწავლებელი რუზანა სააკიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით იმოგზაურეს.
ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და პედაგოგი სიამაყით აღავსეს.
იხილეთ ვიდეოები: