
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს „მკითხველთა თეატრი“, რომელიც ამ მიმართულებით, არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას ახორციელებს.
ახლახან, გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ლია მარგიშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს „თალგამის“ ადაპტირებული ვერსია.
ბავშვებმა დახატეს ნახატები აფიშისთვის, მოირგეს კოსტიუმები და გაინაწილეს როლები.
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და სპექტაკლი წარმატებით გაითამაშეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მკითხველთა თეატრის ეს აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს გამართული კითხვის უნარ-ჩვევას და კითხვის კულტურას.
იხილეთ ფოტოები: