„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - გელათის ტაძარი“- ქუთაისის N4 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
10-06-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო მეთოდი ბავშვების მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის X კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი მაკა გუბელაძე) განახორციელეს პროექტი თემაზე - „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - გელათის ტაძარი“ (ხელოვნების მასწავლებელი ვერა ლომიძე).

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემის შესწავლის შექმნილი ნახატები, ჩანახატები, გელათის საკათედრო ტაძრის მაკეტი, მუშაობის მსვლელობის ფოტოები, ძეგლის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ბროშურა და გზამკვლევი.

პროექტის თეორიული ნაწილი მოიცავდა ძეგლის არქიტექტურული თავისებურებების, მონუმენტური ფერწერისა (ფრესკების) და მოზაიკის შესწავლას.

მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს სახელოვნებო საგნების პროექტების შესრულების მნიშვნელობასა და მათ სხვა საგნებთან ინტეგრაციის აუცილებლობას.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ სახელოსნო PoPoterie-ს სივრცეს, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესოა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203