ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებსა და მიღწევებზე აისახება.
4 მაისს ქალაქ თბილისში ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოს პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, სადაც სპასოვკის N1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა წარმატებით იაპარეზა და დამსახურებული წარმატება მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ გამარჯვებას ულოცავენ.
„მონაწილეებმა არნახულად იასპარეზეს და გამარჯვება მოიპოვეს! მთლიანად სკოლა და სპორტის მასწავლებელი ავთანდილ ვანაძე მადლობას უცხადებს გუნდს, ღირსეული ასპარეზობისთვის და წარმატებებს უსურვებს სამომავლოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: