განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილება შევიდა
13-06-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების წესში ცვლილება შევიდა.

დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) შიდა აუდიტის სამმართველო; ბ) მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველო; გ) ინსპექტირების სამმართველო.“.

მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. მონიტორინგისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი:

ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამმართველოს თანამშრომლებს შორის;

დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

ე) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;

ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ ანგარიშს;

ზ) ხელს აწერს ან ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

თ) პასუხისმგებელია სამმართველოში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ი) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

კ) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კანონშესაბამის მითითებებსა და დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...