ლიის თემის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა „მინიატურების ქალაქი“ მოინახულეს - შემეცნებითი და მხიარული გასვლითი ღონისძიება მოეწყო
09-06-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის წევრებმა პედაგოგებმა, თამილა ჭაჭუამ, თამუნა სამუშიამ და ლანა კაკაჩიამ მშობლებთან და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დაგეგმეს და წარმატებით განახორციელეს გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება „მინიატურების ქალაქში“.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების გაცნობა, მათი მნიშვნელობის გააზრება და პატრიოტული შეგრძნების გაღვივება ადრეული ასაკიდანვე.

ვიზიტის ფარგლებში ბავშვებმა დაათვალიერეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის სიმბოლოდ ქცეული ნაგებობებისა და ძეგლების მინიატურული მოდელები და მიიღეს ინფორმაცია თითოეულის ისტორიასა და მნიშვნელობაზე.

მოსწავლეებს ექსკურსიაზე შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოეჩინათ საკუთარი ნიჭი და უნარები სხვადასხვა მიმართულებით - წაიკითხეს ლექსები საქართველოზე, იმღერეს, იცეკვეს, ითამაშეს იხალისეს, დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

მოსწავლეებთან და კლასის დამრიგებელთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სხვა მასწავლებლები, მშობლები და სკოლის ექთანი ჯენარო მარღია.  ორგანიზატორები მადლობას უხდიან მათ თანადგომისთვის, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

იხილეთ  ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...