
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ინტერესები უპირველესია. ცხადია სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს გამორჩეული დღესასწაული მოუწყვეს და არაერთი სახალისო აქტივობა შესთავაზეს. მათ შორის მოეწყო ასფალტზე ხატვა, რომელიც ბავშვებისთვის მეტად სახალისო აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეს გიმნაზიის მოსწავლეები დასაჩუქრდნენ კიდეც. მათ საჩუქრები კომპანია „ნოვასგან“ გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას მიმართავენ.
იხილეთ ფოტოები: