
არაფორმალური გარემო და რეალურ ცხოვრებაში სწავლება ახალისებს სასწავლო პროცესს, ამიტომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურიებს, როგორც სასწავლო მეთოდს.
ახლახან, მე-3ბ კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექკურსია.
სკოლა-გიმნაზიის მე-3ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთევან გაგოშიძის ხელმძღვანელობით, მარტყოფში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა მოილოცეს ღვთაების ტაძარი, ითამაშეს ბუნებაში და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდენენ უკან.
მათ, ასევე თან ახლდათ სპორტის პედაგოგი ნინო ცომაია.
იხილეთ ფოტოები: