საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის რექტორმა საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა 
12-06-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

დირექცია და პედაგოგები მოწაფეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და მათ მიღწევებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

ღვთისმშობლის პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, სიგელები და დიპლომები გადასცა ოლიმპიადა - „ევერესტში“ გამარჯვებულ მოსწავლეებს და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...