
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „მწვანე მომავალი“, რომელიც მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.
ამჟამად კლუბი აქტიურად არის ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“.
პრემიის ფარგლებში კლუბმა არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება თუ აქტივობა განახორციელა და კონკურსში დაწინაურდა.
ეკოკლუბი „მწვანე მომავალი“ კონკურსის რეგიონული ნახევარფინალისტია.
სკოლაში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და გამარჯვებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: