საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, მე-2 კლასელთა შორის, საჭადრაკო კონკურსი გაიმართა​
11-06-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიაში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ჭადრაკის პედაგოგ მაია ფიფიას ინიციატივით, დაწყებით საფეხურზე, მე-2 კლასელთა შორის საჭადრაკო კონკურსი გაიმართა.

კონკურსი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა. მოსწავლეებმა დიდი შემართებით იასპარეზეს. 

კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა კესარია პირველმა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი გახდა ფილარეტ კალაიჩევი.

მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ჭადრაკით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...