საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით მცხეთას ესტუმრნენ
10-06-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მე-2 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მადონა ვარდოშვილის ხელმძღვანელობით,  მცხეთას ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა მოილოცეს სამთავროსა და შიო მშღვიმის მონასტრები, ითამაშეს ბუნებაში და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ...

მათ, ასევე თან ახლდათ ინგლისურის პედაგოგი ნათია მიქაძე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა, ამასთან ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ წიგნებსა და სახელმძღვანელოებში ამოკითხული ინფორმაცია საკუთარი თვალით ნახონ და ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გაიმდიდრონ

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203