„იყო ცრემლიც, სიამაყეც, პატრიოტიზმის გამძაფრებული გრძნობაც“- არაშენდის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
27-06-2018
გურჯაანის, არაშენდის საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. არაშენდის, მელაანის, ჩალაუბნის, ზემო კაჭრეთის, კაჭრეთის და ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა სამშობლოს თემაზე ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს, იმღერეს და და ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.
„იყო ცრემლიც, სიამაყეც, პატრიოტიზმის გამძაფრებული გრძნობაც, ეთნოგრაფიული ელემენტებით მოწყობილი სკოლის ეზო კი დამთვალიერებლის თვალს იტაცებდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება გურჯაანის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მის მთავარ მიზანს მოსწავლეების სოციალიზაცია და სამშობლოს სიყვარულის გაღრმავება წარმოადგენდა.
საღამოს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია