
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები გარდა იმისა რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
სულ ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტი მოამზადეს. პროექტი მოსწავლეებს ინგლისური ენის პედაგოგმა - ნათია მიქაძემ შესთავაზა.
მოსწავლეებმა დაამზადეს საინტერესო ინგლისურენოვანი პლაკატები, სახელწოდებით - „Protect Our Nature“ („დავიცვათ ჩვენი ბუნება“), მოსწავლეებმა პლაკატი გარემოსდაცვითი მოწოდებებითა და ნახატებით გააფორმეს და ერთმანეთს გარემოს დაცვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს.
იხილეთ ფოტოები: