„შენ უბრალო მიწა კი არა, დედა ხარ ჩვენი!“ - მარტვილის N1 სკოლის მე-6 კლასელებმა ოტია იოსელიანის ხსოვნას ლიტერატურული საღამო მიუძღვნეს 
10-06-2025

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

„შენ უბრალო მიწა კი არა, დედა ხარ ჩვენი! “- ამ სიტყვებით დაიწყეს მარტვილის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საღამო, რომელიც ქართველი დიდებული მწერლის, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრის, „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერის - ოტია იოსელიანის ხსოვნას მიუძღვნეს.

საღამოს ორგანიზება გაუწია სკოლის ბიბლიოთეკარმა - თამარ სვანიძემ. მოსწავლეებმა მინი სპექტაკლი გაითამაშეს - „დედამიწის ზღაპრის“ მიხედვით . საღამოზე გაიხსენეს საყვარელი მწერალი, მისი ბიოგრაფია და შემოქმედება.

დასასრულს კი სტუმრებთან ერთად უყურეს „დაჩის ზღაპრებიდან“ ერთ-ერთ ანიმაციას „დედის ზღაპარი“. 

ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„გმადლობთ ამ დაუვიწყარი წუთებისთვის ქალბატონ თამარ სვანიძესა და მეექვსეკლასელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პედაგოგის შემოქმედებითობა და მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203