
მარტვილის N1 საჯარო სკოლა აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა წიგნიერების ამაღლების კუთხით, სწორედ ამ მიზნით სკოლაში ყოველწლიურად ტარდება მოსწავლეთა სასკოლო სასწავლო - შემოქმედებითი კონფერენცია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები კონფერენციისთვის მზადების პროცესში სწავლობენ დამოუკიდებლად მუშაობას, ეჩვევიან საჯარო გამოსვლებს და ივითარებენ პრეზენტაციის უნარს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს სხვადასხვა თემები:
1.„არა ნარკოტიკს!“- მეათე კლასის მოსწავლე გიორგი ხურცილავა;
2. „ელექტრომაგნიტური გამოსხივება - დადებითი და უარყოფითი მხარეები“ -მეათე კლასის მოსწავლე ცოტნე კვანტალიანი;
3. „რენესანსის ეპოქა მხატვრობაში“- მეშვიდე კლასის მოსწავლე ანი კვესელავა;
4. „კოლხეთის სამეფო-ისტორიული რეგიონი...“- მე-8 კლასის მოსწავლე დათი გაბისონია;
5. „ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ - ნაკრძალი“- მე-8 კლასის მოსწავლე ელენე ნემსაძე;
6.„ბულინგი,არა ძალადობას!“- მე-9კლასის მოსწავლეები - ნიკა ჭაჭუა და ანტონ ჯვებენავა.
კონფერენცია შეაჯამა სკოლის დირექტორმა ალექსანდრე კვესელავამ. მან დადებითად შეაფასა მოსწავლეთა ნამუშევრები და მადლობა გადაუხადა კათედრებს მოსწავლეების დახმარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: