დაუვიწყარ მოგონებად ქცეული გამოსამშვიდობებელი ღონისძიება და საზეიმო „ბოლო ზარი“ იხტილის საჯარო სკოლაში
09-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

21 მაისს, სკოლაში განსაკუთრებული ემოციებითა და სიხარულით სავსე დღე იყო - მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

ეს იყო დღე, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დრო გადის სწრაფად, მაგრამ მოგონებები რჩება.

დილიდანვე სკოლაში სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა: თეთრ პედანგებში შემოსილი მოსწავლეები, საზეიმოდ მოკაზმული ეზო, უმარავი მისალოცი სიტყვა. ამ დღემ გააერთიანა ბავშვობის წლები, მეგობრობა, მასწავლებელთა სიყვარული და ის სითბო, რასაც სკოლა მოსწავლეებს აძლევს. 

მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული, კურსდამთავრებულებმა - მადლიერება. ყველა სიტყვაში იგრძნობოდა სევდაც და სიამაყეც ღირსეულად განვლილი წლების გამო. 

დირექციამ და პედაგოგებმა აღზრდილები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს და გზა დაულოცეს. 

„სოფელ იხტილის საჯარო სკოლისთვის 21 მაისი არ იყო უბრალოდ კალენდარში ჩასაწერი დღე - ეს იყო მოგონებად ქცეული სიხარული, ერთდროული დასასრული და ახალი ცხოვრების დასაწყისი.

გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ წარმატებას და უაღრეს შემართებას მომავალ ცხოვრებაში! მოუთმენლად ველით თქვენი წარმატების ამბებს და დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გააგრძელებს გზას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...