
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლამ აქტიურად და შემოქმედებითად აღნიშნა მსოფლიო გარემოს დაცვის დღე, რომელიც ყოველწლიურად გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგის დიანა ბიწაძის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა წარმოადგინეს: გარემოსდაცვითი მაკეტი, რომელიც ბუნებრივი გარემოს დაცვის საჭიროებებს გამოხატავდა; პრეზენტაციები, სადაც განხილული იყო ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები; მოხატული მაისურები თემატური სლოგანებითა და ნახატებით; სკეჩი და ვიდეორგოლი, რომლებიც შთამბეჭდავად გადმოსცემდა ეკოლოგიური ცნობიერების მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში.
ღონისძიების ბოლოს მასწავლებლებს შორის გაიმართა ეკოქვიზი, რომელშიც ეკოლოგიური თემების ირგვლივ ინტელექტუალური კონკურენცია შედგა. გამოვლინდნენ „ეკო-მეგობრული მასწავლებლები და მოსწავლეები“, რომლებსაც სკოლის დირექციამ სიმბოლური ჯილდოები გადასცა.
სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით, მოსწავლეები, წახალისდნენ სერტიფიკატებით.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მონაწილეს შრომისა და მოტივაციისთვის და აღნიშნავს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ეკო-მხედველობის ფორმირებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ვიდეო: