დღეს, 9 ივნისს წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი - მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო.
მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა 9 და 10 ივნისს იმართება, მასში ჩართვა მე-2-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეუძლიათ.
გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს და ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობების, ერუდიციის, ინტელექტის და ცოდნის წარმოჩენა, ამის შანსი კიდევ აქვს:
ეწვიეთ ბმულს: https://izrune.ge/etaloni/index.php?a=login&konkurs=225
სიამაყით გვინდა განვაცხადოთ, რომ უკვე ათასობით მოსწავლემ გამოთქვა ოლიმპიადებში მონაწილეობის სურვილი და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათ კარგად იციან, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან წარმატებულ სახელმწიფოს, „ეტალონი“ კი ურყევად ემსახურება ამ დიდ მიზანს.
შეგახსენებთ: „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატის ფარგლებში უკვე ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა 27-28 მაისს და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა 2 და 3 ივნისს.