ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება ინტელექტუალურ თამაშში  
10-06-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რა მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

29 მაისს, ქალაქ დედოფლისწყაროში, ინტელექტუალური თამაშის - „რა, სად, როდის“ მუნიციპალური ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.

თამაშში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 6 გუნდი დაუპირისპირდა. ჩემპიონატის გამარჯვებული ოზაანის საჯარო სკოლა გახდა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სკოლის ადმინისტრაციის სახელით ვულოცავთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203