
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში მსოფლიო გარემოს დაცვის დღე განსაკუთრებით სიმბოლურად და შინაარსიანად აღინიშნა - 50 ახალი ნერგი დაირგო, რაც მომავალი თაობებისადმი ზრუნვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო მთელი სასკოლო საზოგადოება -მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები. ერთიანი ძალისხმევით სკოლის ეზო გამშვენდა ნაძვის ტუიას ჯიშის ნერგებით, რომლებიც არა მხოლოდ ესთეტიკურად გაალამაზებს გარემოს, არამედ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.
„ხე მწვანეს იცვამს, კვირტები ღვივის, გაზაფხულს ბევრი საქმე ჰქონია...“ - ამ სიტყვებით, გრიგოლ აბაშიძის პოეზიით დაიწყო დარგვის აქცია, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავდა ბუნებასთან ადამიანის ჰარმონიულ თანაცხოვრებას და გარემოს დაცვის მნიშვნელობას.
სკოლის ადმინისტრაციის სახელით, ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც ჩაერთო ამ მნიშვნელოვანი პროცესში და ხაზი გაუსვეს იმ აზრს, რომ მსგავსი ინიციატივები არა მხოლოდ ბუნებაზე ზრუნვაა, არამედ ბავშვებში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის და ეკო-ცნობიერების გაღრმავების საშუალებაც.
იხილეთ ფოტოები: