კიზილქილისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
09-06-2025

წალკის მუნიციპალიტეტის, კიზილქილისის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ.

ეს საძირკველი კი დაწყებითი საფეხურიდანვე იყრება, როდესაც სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლები საოცარი ემოციებით იწყებენ მშობლიური ანბანის დასწავლას და სასწავლო წლის დასასრულს, ასეთივე საოცარი ემოციებით ეთხოვებიან მას, რათა სექტემბერში უფრო დიდი შემართებით ეზიარონ ცოდნას.

ამჯერადაც ულამაზესი ღონისძიებით გააცილეს კიზილქილისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი. ეს გახლდათ ნამდვილი დღესასწაული და გულწრფელი ემოციების ზღვა.

აქტივობას კლასის დამრიგებელი, გაიანე განციანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯადოსნური დღე-სასწაული აჩუქა პატარებს.

„კიდევ ერთი თაობა ემშვიდობება ანბანს და მზად არის, შეაბიჯოს ცოდნის საოცარ სამყაროში. ღონისძიებას კი ვუწოდეთ „სომხური ენა – წარსულის ხიდი, მომავლის სინათლე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203