
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
სულ ახლახან, სკოლაში ჩატარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი, გასართობი და იმავდროულად შემეცნებითი შეჯიბრი „მხირული სტარტები“.
მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. მოირგეს ჟიური როლიც და სააზროვნო კითხვებსაც ხალისით გასცეს პასუხი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
იხილეთ ფოტოები: