თბილისის N219 საჯარო სკოლის მე-3 კლასელთა იუმორისტული წარმოდგენა და უწყვეტი ოვაციები
10-06-2025

თბილისის N219 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. წახალისებულია, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნა, ისე მათი შემოქმედებითობა. 

სულ ახლახან, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ტაკაშვილთან ერთად, იუმორისტული წარმოდგენა შესთავაზეს სასკოლო საზოგადოებას.

მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს იუმორის გრძნობა და შემოქმედებითი უნარები, რითაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურეს.

„მადლობა მათ ხალისით სავსე ერთი საათისთვის!“,- ასე უხდიან მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს მადლობას სკოლაში და ახარებთ მათი შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

https://www.facebook.com/100009140505736/videos/pcb.3973607876287190/872784115051264

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...