თბილისის N219 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს ბულინგის თემაზე
09-06-2025

თბილისის N219 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა აქტიუალურ პრობლემაზე - ბულინგზე ისაუბრეს.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა გამოკვეთეს მოზარდებში ბულინგის პრობლემა. პროექტის თემა აქტუალურია, როგორც საქართველოს სინამდვილეში, ასევე მსოფლიოში. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგის მავნე გავლენის შესახებ მოზარდის ფსიქიკურ და ემოციურ განვითარებაზე, ასევე, მისი თავიდან აცილებისა და პრევენციის გზებზე. ყურადღება გამახვილდა ბავშვთა უფლებებზე, ასევე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის დაწესების ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე.

სასწავლო პროექტის ხელმძღვანელი იყო პედაგოგი ია ადიკაშვილი, რომლის ინიციატივითაც პრეზენტაცია ინგლისურ და ქართულ ენებზე წარიმართა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგსა და მოსწავლეებს აქტუალური თემის განიხილვისთვის და  წარმატებებს უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...