ცაგერის მუნიციპალიტეტის, ოყურეშის საჯარო სკოლა მრავალფეროვანი შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებით შეუერთდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
ცაგერის კულტურის ცენტრში ჩატარებულ ღონისძიებაზე - „იმღერე რამე, თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი“ ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები შთამბეჭდავი აქტივობებით წარდგნენ. მათმა გამოსვლამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და ეს გახლდათ მკაფიო გზავნილი, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ცაგერის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, პროექტის ავტორი კი გახლავთ ავტორი ლელა ლომთაძე.