გავრცელებული ინფორმაციით, სურამთან, გვიან ღამით, სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ინფორმაცია etaloni.ge-ს ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.
„ჩვენთან შემოიყვანეს 7 დაშავებული - ყველა მოსწავლე იყო... საბედნიეროდ სერიოზული დაზიანება არც ერთს არ აღენიშნებოდა. ზედაპირული ტრავმები ჰქონდათ და დღეს უკვე ეწერებიან კლინიკიდან“, - განაცხადეს საავადმყოფოში.