წყემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
10-06-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მხატვრული ნიჭისა და ესთეტიკური ხედვის განვითარებას, წახალისებულია მათი შემოქმედებითობა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

5 ივნისს, სკოლაში მეხუთე-მეექვსე კლასების მოსწავლეთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოფინეს - მათ შორის იყო ნახატები, დეკორატიული ნივთები, სამკაულები...

მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამთვალიერებლის აღფრთოვანებაც დაიმსახურეს.

„გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ბავშვებს გაუჩინა მოტივაცია კიდევ მეტი მონდომებით მოჰკიდონ ხელი თავისი ნიჭის რეალიზებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...