წყემის საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლის - ლიკა კიზირიას ნახატების გამოფენა მოეწყო
09-06-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

5 ივნისს, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლის - ლიკა კიზირიას ნახატების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა - შორენა ჭანტურიამ. 

გამოიფინა მოსწავლის შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები. მოსწავლის შემოქმედებამ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203