პტენის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა საგაკვეთილო თემა საინტერესო პრეზენტაციით შეაჯამეს 
09-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. აღსანიშნავია პრეზენტაციებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და მოწაფეთა დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში, თემა - „აფხაზეთი“ დიდი შემართებით შეისწავლეს და საინტერესო შემაჯამებელი პრეზენტაციაც გამართეს. 

მოსწავლეები გაეცნენ აფხაზეთის კულტურულ ძეგლებს, ღირსშესანიშნაობებს, აფხაზურ სამოსსა და ტრადიციულ კერძებს, მათ შესახებ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს. 

მოსწავლეებმა თემა შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი თამთა ინასარიძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203