წყემის საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე მოეწყო 
09-06-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან. 

4 ივნისს, მუსიკის მასწავლებლის - ქრისტინა ბირკაიას ხელმძღვანელობით, ეროვნული სამოსის დღე მოეწყო. 

ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა სკოლაში პატრიოტული სულის ზეიმო მოაწყვეს და დამსწრე საზოგადოება ქართველობის სიამაყით აღავსეს

ღონისძიება გაჯერებული იყო ქართული სიმღერებითა და ეროვნული ცეკვებით.

„ღონისძიება საინტერესო და სამახსოვრო იყო დამსწრე საზოგადოებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლეთა შემოქმედებითობით. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...