თბილისის N141 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
მე-4 1 კლასის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა შეაჯამეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება.
„ასე დასრულდა მე-4 1 კლასის კიდევ ერთი საოცარი თავგადასავალი, სავსე მხიარულებითა და ბედნიერებით. წინ უამრავი წარმატება და სიხარული გელოდებათ!“,- აღნიშნა დამირგებელმა და მოსწავლეებს უსურვე ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება.
იხილეთ ვიდეომასალა: