ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნიჭი, შემოქმედებითობა, ინტერესები მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
აღსანიშნავია, VI კლასის მოსწავლეების - ბარბარე იეთიშისა და ნია პავლიაშვილის მუსიკალური წარმატება.
სულ ახლახან, კომპოზიტორმა ნუკრი კარკაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში, გამართა კონცერტი „ქართული კინომუსიკა და ბავშვები," რომელშიც, სხვა შემსრულებლებთან ერთად, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ბარბარე იეთიში და ნია პავლიაშვილი მონაწილეობდნენ (სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე, მუსიკის მასწავლებელი თამილა გიგატაძე, კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე). კონცერტი ცოცხალი შესრულებით წარიმართა როგორც ვოკალურად, ასევე ინსტრუმენტული თანხლებით. კონცერტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.
მოსწავლეები სცენაზე წარმატებით წარდგნენ და მხურვალე აპლოდისმეტებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: