ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლაში წარმატებით დასრულდა სასწავლო აქტივობა - „მე შემიძლია“, რომელსაც ისტორიის მასწავლებელი ფიქრია ხუჯაძე მთელი წლის მანძილზე ახორციელებდა.
ბოლო, შემაჯამებელი ვიდეორგოლი სახელოწდებით - „გაიცანით, ეს ჩემი ზესტაფონია“ მე-5ა კლასის მოსწავლე მარიამ გაჩეჩილაძემ მოამზადა და სასკოლო თემს წარუდგინა. ვიდეორგოლში მარიამი გვიყვება ქალაქის ისტორიას, გვაცნობს ქალაქის სახელწოდების ვერსიებს, გვამოგზაურებს ზესტაფონის ღირშესანიშნაობების სანახავად. ეს ვიდეორგოლი ამ პროექტში მარიამის მეორე ნამუშევარია.
პედაგოგ ფიქრია ხუჯაძეს ახარებს მოსწავლის მონდომება და მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.
„მადლობას ვუხდი მარიამს და წლის მანძილზე პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს აქტიურობისათვის, მთავარია მონდომება, სურვილი სიახლეების ძიებისა, თქვენ „ყველაფერი შეგიძლიათ“,- აღნიშნავს მასწავლებელი.
იხილეთ ვიდეო: