ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს. მე-4 კლასელებმა, პედაგოგ მაია კულუხოვის ხელმძღვანელობით ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და სკოლაში ზღაპრული განწყობა და ემოციები დაატრიალეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა შეაჯამეს, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა და გზა დაულოცა.
„ულევი წარმატება თქვენ პატარებო“,- აღნიშნა პედაგოგმა და მოსწავლეებს უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: