საბუეს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, პროექტული სწავლების ფარგლებში, საინტერესო სპექტაკლი დადგეს
10-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

სულ ახლახან, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში, X კლასის მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი, რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1980 წლის კინოფილმიდან - „სიყვარული ყველას უნდა“. 

მათ დაამზადეს აფიშა და სპექტაკლისთვის საჭირო რესურსები.

პროექტს ორგანიზება გაუწია პედაგოგმა - მაია ახალკაციშვილმა.

პროექტის მიზანი იყო - მოსწავლეების ემოციური ინტელექტის, გუნდური მუშაობის და შემოქმედებითი უნარების განვითარება, რასაც წარმატებით მიაღწია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...