„პატარა სოფელი დიდი ისტორიით“​ - საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
09-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო პროექტი მოზარდების დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

აღსანიშნავია, XI კლასში, სამოქალაქო განათლების შესწავლისას განხორციელებული პროექტი, სახელწოდებით -  „პატარა სოფელი დიდი ისტორიით“. 

პროექტი მოსწავლეებს პედაგოგმა თამარ ოსიაშვილმა შესთავაზა. 

პროექტის მიზანი იყო - მოსწავლეებისთვის სოფლის ისტორიის და ღირსშესანიშნაობების გაცნობა, რასაც წარმატებით მიაღწია პედაგოგმა. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, მოინახულეს სოფელში არსებული ეკლესიები და დაიბეჭდა წიგნი სახელად - „პატარა სოფელი დიდი ისტორიით“. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...