თბილისის N103 სკოლაში მომავალი პირველკლასელების მშობლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო
09-06-2025

4 ივნისს, თბილისის N103 საჯარო სკოლაში ღია კარის დღეზე, მომავალი პირველკლასელების მშობლებს უმასპინძლეს. 

სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა და თავად შეაფასეს სასწავლო ინფრასტრუქტურა. სასწავლო გარემოს გაცნობის შემდეგ კი სკოლის გუნდთან შეხვედრა გაიმართა.

სკოლის დირექტორმა - არჩილ ჩხაიძემ მშობლებს სკოლის ხედვა, ღირებულებები და მიზნები გააცნო. მან ასევე დეტალურად ისაუბრა სასწავლო პროგრამებსა და გეგმებზე.

დირექტორის მოადგილე ნანა შენგელიძემ კი დაწყებით საფეხურზე სკოლაში არსებულ სასწავლო პროცესზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზენტაციის შემდეგ მშობლებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს და მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.

სკოლაში, პირველკლასელებს დიდი სიყვარულით ელიან და მადლობას უხდიან მშობლებს სტუმრობის. 

„მადლობა თითოეულ მშობელს ჩვენი სკოლით დაინტერესებისა და სტუმრობისთვის. სულმოუთქმელად ველოდებით პატარებთან შეხვედრას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203