ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
5 ივნისს, საქართველოს პატრიოტებმა, მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის -ანა ანდრიაშვილის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში სასკოლო საზოგადოება ლამაზ ღონისძიებაზე მიიწვიეს.
ღონისძიება მეოთხე კლასის წარმატებით დამთავრების აღსანიშნავად ჩატარდა. წელს მოსწავლეები პირველ დამრიგებელსა ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. მოსწავლეებმა შეაჯამეს სკოლაში გატარებული ოთხი მნიშვნელოვანი წელი. მადლიერება და სიყვარული გამოხატეს სკოლისა და მასწავლებლების მიმართ. ამ ყველაფერს კი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ლაიტმოტივად გასდევდა პატრიოტული სულისკვეთება.
იხილეთ ვიდეო: