თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და წარმატებული ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, ცოდნა შეაჯამეს, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. პირველმა მასწავლებელმა კი ბავშვებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება მიულოცა, გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა-განათლება.
„წარმატებით გაიარა პირველმა ოთხმა წელმა, სასწავლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საწყისმა ეტაპმა, სასკოლო ღონისძიებებით, გასვლითი გაკვეთილებით და სხვადასხვა აქტივობით. გილოცავთ ამ ეტაპის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ საინტერესო და მხიარულ არდადეგებს“,- აღნიშნა მასწავლებელმა.
იხილეთ ფოტოები: