„სიკეთის ქალაქი“ - ყვარლის N2 სკოლის მე-2 კლასელთა ზღაპრული სპექტაკლი
09-06-2025

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, მე-2 კლასის მოსწავლეთა წარმოდგენილი სპექტაკლი „სიკეთის ქალაქი“. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შთამბეჭდავი სპექტაკლი წარმოადგინეს და პედაგოგი ნანიკო ხმიადაშვილი სიმაყით აღავსეს. 

„ჩემმა ციმციმა მე- 2 კლასელებმა წარმოგვიდგინეს სპექტაკლი - „სიკეთის ქალაქი“,  რომელიც ძალიან ღირებული, იყო თავისი შინაარსით და ერთდროულად რამდენიმე უნარის განვითარებაც შევძელით.

ჩემი პატარების საყვარელი საგაკვეთილო მეთოდია - „მკითხველთა თეატრი” და ამის დამსახურებით შესანიშნავად მოირგეს როლები სცენაზე.  რაც ძალიან მახარებს იყვნენ თავდაჯერებულები, ზუსტად გადმოგვცეს გმირების ხასიათი ემოციით, მიმიკით, ჟესტებით და მიზანი, რომ დაენახათ რა ძალა აქვს სიკეთეს მიღწეულია. მათ ბავშვების თვალებში და ცაზე ვარსკვლავები ააციმციმეს. ძალიან ვამაყობ თქვენით, გისურვებთ მუდამ ასეთი სუფთა სულის, კეთილი და მეგობრულები ყოფილიყავი“, - აღნიშნავს პედაგოგი და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა. 

იხილეთ ფოტო-ვიდემასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...