გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის გამორჩეული დღესასწაული მოეწყო
10-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არა ერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. რასაკვირველია, სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დარჩენილა. 

პედაგოგ მარუსია კიურეღიანის ხელმძღვანელობით, სკოლაში დიდი დღესასწაული მოეწყო. სკოლის სპორტულ მოედანზე მე-2, მე-5 და მე-6 კლასელები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ, ბევრი იხალისეს, ითამაშეს და ერთმანეთს სითბო და სიყვარული გაუზიარეს. 

ღონისძიების ბოლოს პედაგოგმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღის მნიშვნელობა შეახსენა და ბავშვებს მათი დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203