ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. შეაჯამეს ცოდნა, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
პატარებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მშობლები და მასწავლებლები სიამაყით აღავსეს.
პედაგოგი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: