„​ჩვენ უკვე ვიცით ქართული ანბანი“ - ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს 
09-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. პირველკლასელებმა სასწავლო მიღწევები ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს. 

„ჩვენ უკვე ვიცით ქართული ანბანი“ - სიხარულით აღნიშნეს მოსწავლეებმა და ამავე სახელწოდების ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. 

ლამაზად გაფორმებული დარბაზი, პირველკლასელთა ემოციები და ამაღელვებელი განწყობა - ასეთი ასეთი იყო დღე, რომელმაც მოსწავლეებსა და მშობლებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა. 

მასწავლებლები და მშობლები ყურადღებით უსმენდნენ პატარებს, რომლებმაც ქართულ ენაზე წაიკითხეს, ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები.

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ქართული ენის პედაგოგმა- სოუზანნა ეგიკიანმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...