წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ცხადია სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, სკოლაში „თავისუფლების დღესასწაული“ გაიმართა. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე საგანგებოდ მომზადებული პროგრამით წარდგნენ - წარმოადგინეს პოეზია, თემატური ესეები, პლაკატები, ესეები, რომლებიც თავისუფლების მნიშვნელობასა და ეროვნულ იდენტობას ხაზს უსვამდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თითოეულმა აქტივობამ ნათლად წარმოაჩინა თუ როგორ აფასებენ მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შექმნეს თბილი მეგობრული გარემო, მოაწყვეს ნამდვილი პატრიოტული სულის ზეიმი. ღონისძიების რომლის მიზანი იყო არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ თავისუფალი მოქალაქეების აღზრდა.
„ისტორიის გაკვეთილებიდან პრაქტიკულ რეალობად ქცეული დღე მოსწავლეთა მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. პატარებიც ქმნიან დიდ საქმეს როცა საქმე ქვეყნის სიყვარულსა და ღირსეულ მომავალზე ფიქრს ეხება“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: