გოგოლესუბნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს 
09-06-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასკოლო მიღწევები კი ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს. 

პატარებმა „ანბანის ზეიმი“ მოაწყვეს. მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში მისვლის პირველი დღე, სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები, წარმოთქვეს სიტყვები დედა ენისა და მამულის სიყვარულზე, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი. ასო-ბგერების თანამიმდევრობით წაიკითხეს ენის გასატეხი, შეასრულეს ქართული საბავშვო სიმღერები, წარმოადგინეს ინსცენირება იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.

მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო დიპლომები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...