ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში დეტალურადაა გაწერილი მოქმედი პედაგოგების რაოდენობა სტატუსების მიხედვით.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში გადანაწილებული იყო საჯარო სკოლების 52 159 მასწავლებელი.
მათ შორის: პრაქტიკოსი/მაძიებელი/უსტატუსო - 4 782 (9.2%), უფროსი - 37 727 (72.3%), წამყვანი - 8 838 (16.9%), მენტორი - 812 (1.6%). ასევე, სქემის ფარგლებში გადანაწილებულია საჯარო სკოლების 2 315 სპეციალური მასწავლებელი. მათ შორის: პრაქტიკოსი/უსტატუსო - 629 (27.2%) მასწავლებელი, უფროსი - 1 676 ( 72,4%), წამყვანი - 10 ( 0.4%);
პრაქტიკული საქმიანობა შეუფასდა 543 მასწავლებელს.