ნინიგორის საჯარო სკოლაში IV კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება ჩაატარეს
06-06-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლაში IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება საზეიმო და თბილ გარემოში ჩატარდა. 

მოსწავლეებმა გულთბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს, ანა მაჭარაშვილს, რომელმაც ბავშვებთან ერთად გაიარა მათი სწავლის პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო  და შემოქმედებითი ნომერი შეასრულეს, რამაც დამსწრე საზოგადადოებაზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე მოსწავლეების მშობლებმაც გამოთქვეს მადლიერება მასწავლებლის მიერ გაწეული შრომისა და მზრუნველობისთვის. 

ღონისძიების ბოლოს, კი მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, თებრონე სულაძემ, მიულოცა IV კლასის წარმატებით დასრულება და მომავალ სასწავლო ეტაპზე წინსვლა და წარმატებები უსურვა.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

https://www.youtube.com/shorts/mhAjbKEry3o

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...