თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება რაიონულ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში
06-06-2025

თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექტორის - ქეთევან თევდორაშვილისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებსა და არაფორმალური განათლების პროექტებში.

ახლახან, გლდანის რაიონის გამგეობამ საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება - „გააცოცხლე საქართველოს ისტორია - გააერთიანე საქართველო“ გამართა.

თამაშისთვის შექმნილ რუკაზე აღნიშნული იყო ის ადგილები, სადაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ბრძოლები გაიმართა. მონაწილეებმა მათთან დაკავშირებული ფიზიკური და ინტელექტუალური დავალებები შეასრულეს. აქტივობები ბაზალეთის ტბასთან, ღია ცის ქვეშ ჩატარდა. 

გამარჯვება თბილისის N6 სკოლისა და N69 საჯარო სკოლების გაერთიანებულმა გუნდმა მოიპოვა.

ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე დაესწრო.

თბილისის N6 საჯარო სკოლაში ულოცავენ გამარჯვებულ გუნდს და წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...