ეწერის საჯარო სკოლაში, ხელოვნების პედაგოგის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალური ვიქტორინა გაიმართა 
06-06-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნას, ასევე მათი შემოქმედებითი ნიჭის, ინტელექტუალური უნარების განვითარებას.

ახლახან, ხელოვნების პედაგოგის - მზია კაპანაძის ხელმძღვანელობით, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ინტელექტუალური ვიქტორინა - „რა? სად? როდის? გაიმართა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიქტორინა ემსახურებოდა მოსწავლეთა თვალსაწიერის და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...